ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ საშუალო ტემპერატურაზე, ზედ კანით ქვემოთ დავაწყოთ მარილდა პილპილმოყრილი ქათმის ხორცის ნაჭრები და ორივე მხარეს დავბრაწოთ, შემდეგ თბილად შევინახოთ. ტაფაში ჩავაწყოთ ლიმონის ნაჭრებიდა ოდნავ შევწვათ, ამოვიღოთ ცალკე თეფშზე. იმავე ტაფაში მოვათავსოთ ნიორი და 30 წამივშუშოთ, დავასხათ ქათმის ბულიონი და ლიმონის წვენი, კარგად ამოვურიოთ და ჩავაწყოთ ქონდრის ღერები, ზედ დავაწყოთ ქათმის ხორცის ნაჭრები კანით ზემოთ, შევდგათ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 18-20 წუთით. როგორც კი ქათამს ღუმელიდანგამოვიღებთ, მაშინვე შევურიოთ კარაქი, ბოლომდე რომ გადნეს,ზედ დავაწყოთ ლიმონის ნაჭრები და მოვაყაროთ მწვანე ხახვი.