1 კგ. ფქვილს დავამატე 1 სკ. მარილი, 400 გრ. წყალი შეიძლება ცოტა მეტიც დაგჭირდეს და მოვზილე მაგარი ცომი, ვზილე დაახლოებით 10 წუთი. დავასვენე სანამ მაყვალს მოვამზადებდი. 1 კგ. გაყინულ მაყვალს დავამატე 300 გრ. შაქარი კარგად გადავურიე და მივდგი გვერდით, დავიწყე ცომის დამუშავება, მანამდე მაყვალი წვენს გამოიღებს და გამოგივათ წვნიანი "ვარენიკი". ვიდეოშია აღწერილი, თუ როგორ ვამუშავებ ცომს და ვახვევ "ვარენიკს". მოვხარშე ცოტა მარილიან ადუღებულ წყალში, მაღლიდან მოვასხი თავისივე შაქრიანი მაყვლის წვენი და მოვაყარე შაქარი, მე ასე მიყვარს თუ არ გინდათ არ მოაყაროთ.