ვამზადებთ გირჩებს და მოვამზადებთ კრემს, ნებისმიერი კრემი გამოგდება. ასევე ვამზადებთ შოკოლადის მინანქარს ცომის ინგრედიენტებს ერთმანეთში გადავურევთ და ვაცხობთ საცხობ ფორმაზე180 გრადუსზე 15 წუთი. გაციების შემდეგ გავჭრით სიგრძეზე ოთხად, გადავუსვამთ ჯერ მინანქარს შემდეგ კრემს. კრემის ერთ მესამედს შევინახავთ. დაჭრილი პირველი ნაწილი დავახვიოთ რულეტივით და დავდოთ გაშლილ ფორმაზე შემოვახვიოთ მეორე ზოლი,მესამე და მეოთხე ზოლებიც,ამას ვიდეოში კარგად ნახავთ. გადანახულ კრემს დავამატოთ კაკაო და გვერდები გავუფორმოთ, ზემოდან გავაფორმოთ გირჩებით, გამოვიყენე ასკილი, ბროწეული, როზმარინი.