გოგრა დავჭრათ და შევწვათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, როცა კარგადდარბილდება, მოვაცილოთ ქერქი და დავაბლენდეროთ. ხახვი მოვშუშოთ ზეთში, ტაფაზე, დავუმატოთსანელებლები, დავასხათ რძე და რომ წამოდუღდება, გოგრის პიურესთან ერთადკიდევ ერთხელ დავაქუცმაცოთ, საჭიროებისამებრ დავუმატოთ წყალი. შევინახოთ თბილად.პარალელურად წყალში მოვხარშოთ ოსპი, თავდახურული. გახურებულ ტაფაზე, ზეთში მოვშუშოთხახვი და ნიორი, დავუმატოთ სანელებლები და მოხარშული ოსპი. თუ გვსურს, რომოსპი ცოტა წვნიანი იყოს, სასურველი რაოდენობის წყალი დავუმატოთ. გოგრის პიურე და ოსპიერთად ამოვიღოთ და ზემოდან ხახვი შალოტი და ქინძის ფოთლები მოვაყაროთ.