ყაბაყი დანით დაჭერით თხელ სლაისებად. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი. შეურიეთ მწვანე ხახვი და ყაბაყი, მსუბუქად მოაყარეთ მარილი და მოასხით მზესუმზირის ზეთი. გააჩერეთ 20 წთ. ნიორი დაჭყლიტეთ დანით, გაფცქვენით და ძალიან წვრილად დაჭერით. ცალკე ჯამში შეურიეთ კეფირი, მარილი და პილპილი. სალათს მოასხით დრესინგი, მოაყარეთ მოხალული მზესუმზირის გულები. მიირთვით გემრიელად!