ხახვი, სტაფილო და ნიორი წვრილად დაჭერით. კომბოსტო თქვენთვის სასურველ ზომებად - შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ, ან საშუალო ზომის ნაჭრებად. ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი. დაუმატეთ ხახვი და სტაფილო და მოხრაკეთ, აურიეთ, 3-4 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ პომიდორი (გახეხილი ან ტომატის პასტა 1 ს/კ) და ნიორი, ურიეთ და კიდევ 1 წთ გააჩერეთ. შემდეგ, დაუმატეთ ფარში და შეწვით, სანამ ხორცი ვარდისფერ ფერს არ დაკარგავს. პერიოდულად კოვზით დაშალეთ, რომ არ შეიკრას. დაუმატეთ კომბოსტო, ბრინჯი და გახეხილი პომიდორი. დაამატეთ ბულიონი ან წყალი და მარილი გემოვნებით. მიიყვანეთ ადუღებამდე მაღალ ცეცხლზე, შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ თავდახურული, სანამ ბრინჯი და კომბოსტო არ მოიხარშება. მოხადეთ ქვაბს სახურავი და საჭიროების შემთხვევაში შეკმაზეთ თქვენი გემოვნებით. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა შაქარი ბალანსისთვის, მაგალითად. მიირთვით არაჟანთან და ცოცხალ მწვანილთან ერთად.