დავამუშავე ღორის თავი და ოთხივე ფეხი ყველა წესის დაცვით: გავპარსე, გავტრუსე, დავფხიკე, დავჭერი, წამოვადუღე და მოვქაფ. პირველი წყალი გადავღვარე, ქვაბი კარგად გავრეცხე და დავდგი მოსახარშად, შიგადაშიგ ქაფი მოვხსენი. ხარშვის დროს ჩავუყოლე მთლიანი ხახვი, ნიორი, სტაფილო, დაფნის ფოთლები, პილპილის მარცვლები. მოიხარშა 4 საათში დაბალ ცეცხლზე, ხორცი ძვალს მოსცილდა. ხორცები ამოვალაგე, ბულიონი კი წვრილ საწურში გადავწურე. ბულიონს ვაცადე შეგრილება, ზემოდან ცხიმს იგდებს ისევ და მოვხსენი მთლიანად. ბულიონი შევაზავე მარილით, პილპილით, წითელი წიწაკით, ბაჰარით, ნივრით. ხორცი გამოვარჩიე ძვლებისგან, დავჭერი წვრილად, ჩავყარე ბულიონში და ერთად ვადუღე ნახევარი საათი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ჩავასხი და გადავანაწილე სასურველ ჭურჭლებში. ოდნავ შეგრილებული შევდგი მაცივარში.მალევე გამკვრივდა და საბოლოო შედეგამდე მივიდა, ყოველგვარი ჩარევების და ჟელატინების დამატების გარეშე.