რძე დაბალ ცეცხლზე დავდგათ და გავაცხელოთ. დავუმატოთ შოკოლადი და ვურიოთ, სანამ ბოლომდე გადნება. შემდეგ დავუმატოთ ყავისფერი შაქარი, მარილი და კაკაო. როცა ადუღებამდე მივა, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ შოკოლადის ლიქიორი და ჩავასხათ ჭიქებში. მირთმევის წინ ზემოდან მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებით.