საქონლისა და ღორის ფარშს დავამატე წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, წითელი და მწვანე ბულგარული, ქინძი, ოხრახუში, ფარშის საკაზმი, დაფქვილი წიწაკა და მარილი. კარგად გადავზილე ფარში ინგრედიენტებთან ერთად, გადავანაწილე ორ თხელ ლავაშზე, მოვაყარე შავი პილპილი და გადავახვიე. დავჭერი ორი თითის დადებით. სქლად არ დაჭრათ, თორემ შეწვის დროს უმი დაგრჩებათ და ავაგე შამფურზე და შევწვი მაყალზე