ხახვი დავჭრათ თხელ ფენებად, კიტრი და კარტოფილი კუბებად, მწვანილი წვრილად დავკეპოთ. მომზადებული ინგრედიენტები ავურიოთ, დავუმატოთ სოკო და მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ამ სალათაში შეგვიძლია გამოვიყენოთ შემწვარი ან მარილწყალში მოხარშული ქამა სოკოც, ოღონდ, ამ შემთხვევაში აუცილებლად დავუმატოთ ძმარი.