ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო და ბულგარული წიწაკა თხელ რგოლებად. ზეთისხილები შუაზე გავჭრათ, მწვანილი კი წვრილად დავკეპოთ. ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა ცხიმში მოვშუშოთ დარბილებამდე, დავუმატოთ ზეთისხილი და ბრინჯი, ვურიოთ 2-3 წუთი. დავასხათ წყალი, შევანელოთ მარილითა და პილპილით და თავდახურული ვხარშოთ 15 წუთი, შემდეგ სახურავს ამოვაკრათ ტილო და გადმოვდგათ ცეცხლიდან. 20 წუთის შემდეგ ბრინჯს შევურიოთ დაჭრილი მწვანილი და მივიტანოთ სუფრაზე.