ხორცი დავჭრათ გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული ხორცი გადავწუროთ და ცალკე მოვხარშოთ კარტოფილი. შემდეგ დავუმატოთ მოხარშული ხორციც. ხახვი დავჭრათ, მოვშუშოთ ზეთში და ჩავაგდოთ ორი პატარა ფოთოლი დაფნა. მოოქროსფრო ხახვს ვმატებთ პომიდორს და 2-3 წუთი მოვშუშავთ ერთად. შემდეგ გადავიტანთ ქვაბში დავუმატებთ ნიორს და რამდენიმე წუთი ერთად ვადუღებთ. შევაზავებთ სანელებლებით, მარილით და წიწაკით, ბოლოს კი დავუმატებთ მწვანილს.