ხორცის ნაჭრებს შევურიოთ სახამებელი, სოიის სოუსი, ბრინჯის ძმარი და დავდგათ, რომ გემო გაუჯდეს. ამასობაში სოუსისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები ერთად ავურიოთ. სქელძირიან ტაფაში ან ვოკშიგავაცხელოთ 1 ს.კ. მიწის თხილის ზეთი, დავუმატოთ ჯანჯაფილი, ნიორი და 30 წამი ვშუშოთ, შემდეგ ნიორი ტაფიდან ამოვიღოთ. ტაფაში ჩავუმატოთ ბროკოლი და 3 წუთი ვშუშოთ, თან ხშირად ვურიოთ. თუ უფრო რბილი გვინდა იყოს, უფრო დიდხანს ვშუშოთ. ბროკოლი თეფშზე ამოვიღოთ, ტაფაში ჩავუმატოთ დანარჩენი ზეთი და ღორის ხორცი თავისივე მარინადით. ვშუშოთ 3-5 წუთი და ხშირად ვურიოთ, სანამ არ დარბილდება და დაიბრაწება. შევურიოთ ბროკოლი და დავასხათ მომზადებული სოუსი, 2-3 წუთი დუღილის შემდეგ კერძი მზადაა.