ხორცი და ბოსტნეული დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ზეთდასხმულ ქვაბში მოვათავსოთ ხორცი და მაღალ ცეცხლზე მოვბრაწოთ. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და სანელებლები. 2 წუთში დავუმატოთ ტომატპასტა და ფქვილი. ცოტა ხანს მოვშუშოთ და დავასხათ დაბლენდერებული პამიდორი და წყალი. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 45 წთ. შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი, დაფნის ფოთოლი, მარილი და ვხარშოთ კიდევ 1 საათი. სერვირებისას კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.