პატარა ჯამში ავურიოთ სოუსისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი. წვრილად დაჭრილ ხორცს შევურიოთ 2 ს.კ. სოუსის ნარევი, შავი პილპილი და გადავდოთ გვერდზე. ატრია 2 წუთი ვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ, გადავავლოთ ცივი წყალი. ტაფა მაღალ ტემპერატურაზე გავაცხელოთ, დავასხათ 2 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ ნიორი და 10 წამი ვშუშოთ. დავუმატოთ ხორცი და 4-5 წუთი ვშუშოთ. დავაყაროთ დაჭრილი ბოსტნეული და კიდევ 1-2 წუთი ვშუშოთ, შემდეგ შევურით ატრია. ბოლოს დავასხათ სოუსი და ვურიოთ კიდევ 2-3 წუთი. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.