შაქარი და კვერცხის გულები ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ზეთი და რძე და გავაგრძელოთ თქვეფა. დავაცრათ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და მარილი ბეზეს მასის მიღებამდე და საკონდიტრო ნიჩბით ფრთხილად შევურიოთ კვერცხის გულების მასას. ცომი გადავანაწილოთ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 18-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოვიღოთ და გავაცივოთ. ავოკადო გავფცქვნათ, მოვაშოროთ კურკა და ნიორთან ერთად დავჭყლიტოთ, დავუმატოთ გადაწურული თინუსი და კრემყველი. საკვებ ცელოფანზე გადმოვიტანოთ რულეტის ბისკვიტი, მოვაშოროთ ქაღალდი, ზედ გადავანაწილოთ შიგთავსი და მჭიდროდ გადავახვიოთ, შევკრათ ცელოფნით და 2-3 საათით მაცივარში მოვათავსოთ. მზა რულეტი დავჭრათ უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ.