მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, სანამ ფაფუკ მასას მივიღებთ. დავუმატოთკვერცხი. ცალკე თასში შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, ლიმონის ცედრა, ვანილი და გამაფხვიერებელი. მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ კარაქის და შაქრის მასას, ბოლოს დავამატოთ რძე. ჩავასხათ ქაღალდის ან სილიკონის ფორმებში და გამოვაცხოთ 17-20 წუთი 180 გრადუსზე. მზა მაფინები რომ ბოლომდე გაგრილდება, გულში ჩავუდოთ ჯემი. თუ ისეთი ფორმები არ გაქვთ, როგორიც ფოტოზეა, მაშინ მაფინებს დანის წვერით ამოვუღოთ გული და ისე ჩავდოთ ჯემი.