ცომის ინგრედიენტებით მოვზილოთ ფხვიერი ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 30 წუთით. შიგთავსის ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ. ცომი გავაბრტყელოთ წრეებად და მოვათავსოთ ტარტალეტის ფორმებში. შეგვიძლია 1-2 დიდი ტარტი მოვამზადოთ. მომზადებული ფორმები 30 წუთით მაცივარში შევაწყოთ. გულსართის ინგრედიენტები ერთად ავურიოთ. ცომი გავყოთ ორად, 0,5 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ და თანაბარი ზომისა და რაოდენობის წრეებად ამოვჭრათ, ცომის ფენები მოვათავსოთ ფორმებში (ტარტალეტის, ტარტის...), შიგნით ჩავდოთ გულსართი და ცომის მეორე ნაწილი ზემოდან დავაფინოთ, შევკრათ ნაპირებზე, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და გამოვაცხოთ 15-17 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზა ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.