საღამოს გასუფთავებულ ლობიოს დავასხი წყალი და დავდგი, დილით გადავღვარე, დავასხი ახალი წყალი, დავამატე დაფნის ფოთოლი, კარგად რომ მოიხარშა დავამატე ოქროსფრად მოდაღული ხახვი კახურ ზეთში, დავამატე 2 კოვზი ტომატი. დავამატე ყველა სუნელი, რა მიწერია ინგრედიენტებში, წამოვადუღე 2 წუთი და გამოვრთე. შევანელე მარინადის ასორტი, ხახვით, ქინძით, ცოტა ოხრახუშით და კახური ზეთით.