ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი, კვერცხის გული, თაფლი, ზეთი და ხის ან სილიკონის კოვზით ფრთხილად შევურიოთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. საცხობი ფორმა 30 სმ დ. კრემის მომზადება: რძე შემოვდგათ ქვაბით ცეცხლზე, რომ შეთბეს. ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ კვერცხის გული, სახამებელი, შაქარი და გავხსნათ თბილ რძეში (რომელიც შევათბეთ ცეცხლზე), კარგად გავაერთიანოთ მასა და დავაბრუნოთ გაზქურაზე, მუდმივი მორევით შესქელდება და მზად არის, გადმოვიტანოთ სხვა ჯამზე, შევურიოთ ვანილი და დაველოდოთ გაგრილებას. ოთახის ტემპერატურის კარაქი გავთქვიფოთ 2-3 წთ და შევურიოთ რამდენიმე ეტაპად ცივი მოხარშული კრემი. აწყობა: ბისკვიტი გავჭერი შუაზე, დავნამე რძით, შუაში გადავანაწილე კრემი პლომბირი და მეორე ფენას, ანუ ზემოდან მოხარშული შესქელებული რძე წავუსვი.