ამ მოცემული მასალით მოვამზადოთ ცომი. ფორმას მოვუსვათ კარაქი, მოვაყაროთ შაქარი, (მე ყავისფერი შაქარი გამოვიყენე). მოვალაგოთ კანიანად თხლად დაჭრილი ფორთოხალი და ზემოდან დავასხათ მომზადებული ცომი. ღუმელი გავახუროთ წინასწარ 180 გრადუსზე. ვაცხოთ დაახლოებით 40-45 წუთი ზედა ქვედა წვით. მზაობას ვამოწმებთ ხის ჩხირით. უკვე გამომცხვარს გადმოვატრიალებთ ფრთხილად, მოვაყრით ზემოდან დარიჩინს და ყავისფერ შაქარს, ვისაც არ გაქვთ თეთრი მოაყარეთ და ვისაც არ გიყვართ დარიჩინი ნუ მოაყრით, მაგრამ ძალიან უხდება (ჩემი რეკომენდაციაა) შეაბრუნეთ დაახლოებით 5 წუთი ისევ ღუმელში, მაგრამ ფრთხილად იყავით ძირი არ მიგეწვათ, მხოლოდ ზედა წვაც საკმარისია კარამელიზიცისთვის. როდესაც გამოიღებთ ღუმელიდან მოაყარეთ მსუბუქად შაქრის პუდრი