მოცემული მასალა ავაფხვიეროთ ხელით. თბილ რძეს დავუმატოთ შაქარი, საფუარი, კვერცხი და ხელის სათქვეფით დავამუშაოთ. დავუმატოთ მარილი, გაცრილი ფქვილი და რბილი კარაქი. მოვზილოთ კარგად შეკრული, გლუვი ცომი(ხელით დაფაზე დავამუშაოთ 10 წთ,ხელზე არ უნდა მოგვეკრას). დავასვენოთ 1 სთ სითბოში. გავყოთ 100 გრამიან ბურთებად,დავასვენოთ 10 წთ. გავაბრტყელოთ თითო გუნდა ოვალურად (თხელ ფენად). მოვათავსოთ 1 ჩკ გულსართი (ნუთელა, ჯემი ან სხვა) და 0,5 ჩკ ფხვიერი ცომი ანუ შტროიზელი (არ დაუმატოთ მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გული დარჩება სველი). გადავახვიოთ (როგორც ხორციან ბლინებს ვახვევთ, გვერდების ჩაკეცვის პრინციპით) და მოვათავსოთ საცხობ სინზე ერთმანეთთან ოდნავ დაშორებით. 30 წთ მოვასვენოთ სითბოში. გადავუსვათ კვერცხის გული რძიანი და მოვაყაროთ დარჩენილი შტროიზელი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წთ. გულსართისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემი, ნუთელა ან მოხარშული შესქელებული რძე.