ხორცს დავასხათ წყალი და კარგად მოვხარშოთ, მოვხადოთ ქაფი. ხორცი ამოვიღოთ, გავაცალოთ ძვალს, მივიღებთ დაახლოებით 400-500 გრამ ხორცს და ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი მოვშუშოთ ბულიონიდან მოხდილ ცხიმში, შევურიოთ ფარშს და შევანელოთ სანელებლებით. ცომის ყველა ინგრედიენტი ბლენდერით ავთქვიფოთ. ცომი ულუფებად დავასხათ გახურებულ ტაფაზე და ორივე მხრიდან გამოვაცხოთ (უნდა გამოვიდეს 12 ცალი ბლინი). გამოცხობისას ტაფა გავპოხოთ ცოტაოდენი კარაქით. ფარშში ავურიოთ თბილი ბულიონი, ნაზი სტრუქტურა რომ ჰქონდეს გავახვიოთ ბლინებში და შევწვათ ზეთში. ცხელ ბულიონში ჩავუმატოთ ნიორი, მარილი და მწვანილი, სუფრაზე მივიტანოთ შემწვარი ბლინების თანხლებით.