პასტა მოვხარშოთ შეფუთვაზე მოცემული წესის მიხედვით. პარალელურად ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ნიორი, დაღერღილი წიწაკა და 4-5 წუთი დაბალ ცეცლხზე ვშუშოთ, დავუმატოთ პამიდორი და განვაგრძოთ მომზადება. პამიდორი ფერს რომ შეიცვლის და ზედმეტი წვენი დაშრება, დავუმატოთ ბაზილიკი. სოუსი შევურიოთ პასტას, ამოვიღოთ თეფშზე და მოვაყაროთ პარმეზანი.