ხორცის ნაჭრები კარგად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ამოვავლოთ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ კი – საფანელში. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ხორცის ნაჭრები საშუალო ტემპერატურაზე დავბრაწოთ ორივე მხარეს. მოვამზადოთ საწებელი: ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და რამდენიმეჯერ ამოვურიოთ. დავასხათ რძე და კარგად გავხსნათ ფქვილისა და კარაქის მასა. როცა სოუსი წამოდუღდება, დავუმატოთ მარილი, პილპილი და დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი. შნიცელი საწებლის თანხლებით მივირთვათ. გარნირად ძალიან უხდება შემწვარი კარტოფილი.