ვაცხობთ 2 ბისკვიტს, 5-5 კვერცხიანს. დავწერე ერთი ბისკვიტის ინგრედიენტები. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი, კვერცხის გული , თაფლი, ზეთი, გამოვრთოთ მიქსერი. შემდეგ ხის ან სილიკონის კოვზის დახმარებით, ფრთხილად შევურიოთ, ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. საცხობი ფორმა 25/32, ვაცხობთ 170-180 გრადუსზე 40-45 წთ. ანალოგიურად ვაცხობთ მეორე ბისკვიტსაც. კრემის მომზადებისას ავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ შესქელებული რძე და ბოლოს ვანილი. ბისკვიტები გავჭრათ შუაზე, დავნამოთ სამ ფენაზე, გადავანაწილოთ კრემი, მეოთხე ფენა მოსართავად გამოვიყენე. საოცრად გემრიელია დასანამად ვიყენებ 200 მლ რძეს ვუმატებ 4 სკ შესქელებულ რძეს და 2 სკ. ხსნად ყავას.