გოგრა დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, მოვასხათ ზეთი და შევწვათ ღუმელში, 180-200 გრადუსზე. ბროწეული გავარჩიოთ, ნიორი დავჭყლიტოთ და ოხრახუში წვრილად დავკეპოთ. მაწონი და არაჟანი ავურიოთ და დავუმატოთ ნიორი, ოხრახუში და მწიკვი მარილი. გოგრა რომ შეიწვება, გამოვიღოთ, მივირთვათ საწებლისა და ბროწეულის მარცვლების თანხლებით.