მოვზილოთ ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და 30 წუთით მოვათავსოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ წრეები, ჩავაფინოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ტარტის ფორმებში, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და ზედ პერგამენტი დავაფინოთ. ტარტალეტმა ფორმა რომ შეინარჩუნოს, პერგამენტზე დავაყაროთ ლობიო, წიწიბურა, ოსპი ან რაიმე მსგავსი მარცვლეული და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. დაახლოებით 15 წუთში ტარტალეტები გაოქროსფრდება და გამოცხვება, გამოვიღოთ ღუმლიდან, მოვაშოროთ მარცვლეული (მის გამოყენებას ჩვეულებრივ შევძლებთ, როცა დაგვჭირდება!), ფრთხილად ამოვიღოთ ფორმებიდან და გავაგრილოთ. ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი: ანანასი პატარა კუბებად დავჭრათ. შაქარი დავყაროთ სქელძირიან ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე გავადნოთ ისე, რომ არ მოვურიოთ, მხოლოდ ტაფა შევარხიოთ პერიოდულად. როდესაც შაქარი ბოლომდე გადნება, დავუმატოთ კარაქი და სწრაფად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კარამელი ფრთხილად უნდა მოვამზადოთ, რომ არ დაიწვას. არამელში ჩავუმატოთ ანანასის ნაჭრები და ვადუღოთ 2-3 წუთი. ტარტალეტებში ჩავდოთ ანანასის გულსართი და გავაგრილოთ. ცოტა კარამელის სოუსი დარჩება და შევინახოთ. სერვირებისას დავურთოთ გათქვეფილი ნაღები ან ნაყინი, ზემოდან კი მოვასხათ მორჩენილი კარამელი. თუ გამაგრებული იქნება, დაბალ ცეცხლზე შევათბოთ.