დრო
60წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- მარილი და პილპილი
- ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 3
- ძმარი - 5 ს.კ
- სოიოს სოუსი - 4 ს.კ
- ნივრის კბილი - 3
- ხახვი - 1 თავი
- საქონლის რბილი ხორცი - 600 გ
- ქინძი
- მწვანე ხახვი
მომზადების წესები
დაჭერით ხორცი თხელ, 3-4 სმ სიგრძის ნაჭრებად. მოასხით 3-3 ს.კ. ვაშლის ძმარი და სოიოს სოუსი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შავი პილპილი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 2 სთ.
ტაფაზე მოასხით ზეთი და მოშუშეთ ხორცი (ხახვთან და ნიორთან ერთად) დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში (ძალიან დაბალ ცეცხლზე). ბოლოს გაზქურას 2-3 წუთით მაქსიმუმამდე აუწიეთ და შებრაწეთ ხორცი, თან მუდმივად ურიეთ.
პარალელურად ტკბილი ფერადი წიწაკები დაჭერით გრძლად, მოაყარეთ მარილი, მოასხით ცოტა ზეთი, მოათავსეთ ფოლგაზე და შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი წიწაკები გადაიტანეთ ჭურჭელში, მოასხით 3 ს.კ. ვაშლის ძმარი, 1 ს.კ. სოიოს სოუსი და გააჩერეთ 10 წუთი.
ხახვთან და ნიორთან ერთად შემწვარ ხორცს მოაყარეთ ტკბილი წიწაკები, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი.