ვიღებთ 250 მლ. თბილი რძეს, 8 გრ. მშრალ საფუარს, 50 გრ. შაქარს, 1 ცალ კვერცხს, 430-450 გრ. ფქვილს, 0.5 ჩ.კ. მარილს, 1 ცალ ვანილს, 60 გრ. კარაქს ( კარაქს ვამატებთ სულ ბოლოს, უკვე მოზელილ ცომს) ერთმანეთში ვურევთ ამ ყველა ინგრედიენტებს, ვფუთავთ ცომს და ვათავსებთ თბილ ადგილას. გულების გულსართისთვის ვიღებთ 50 მლ. მდე მზესუმზირის ზეთს და შაქარს რამდენიც საჭირო იქნება. გულებზე ზემოდან მოსასმელად ერთი კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი რძე. გულებს ვაცხობთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.