თევზს მოაშორეთ ფხები, მოაყარეთ მარილი, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ორივე მხრიდან, ზეთში. კვერცხი ათქვიფეთ რძესთან და დაჭრილ მწვანე ხახვთან ერთად, მოაყარეთ მარილი, დაასხით თევზს და აცხვეთ ღუმელში. სუფრასთან მიტანისას, ზემოდან მოასხით გამდნარი კარაქი და მორთეთ ქორფა კამით.