წყალი, უსუნო ზეთი და მწიკვი მარილი ჩავასხათ სქელძირიან ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ადუღებისთანავე ჩავამატოთ 2 ჩ/ჭ ფქვილი. სწრაფად მოვურიოთ ხის კოვზით და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ 5 წთ. გადმოვდგათ, ცოტა შევაგრილოთ ცომი და შევაზილოთ 8 - 10 კვერცხი. გავაცხელოთ ღუმელი 200°- ზე. დავსვათ საცხობ ფირფიტაზე ცომის ბურთები, დავაშოროთ ერთმანეთს, ვაცხოთ 40 - 50 წთ. შუა თაროზე. ცხობის დროს სიმხურვალე დავწიოთ 180 - 150 გრადუსზე, კარგად დავბრაწოთ. სანამ არ გამოცხვება ღუმელის კარი არ გამოვაღოთ, ცომი რომ არ ჩავარდეს. კრემი გავუკეთოთ სურვილით. მე მოხარშული რძის კრემი მოვამზადე: 1ლ. რძე+10ს.კ. ფქვილი+ 1-1,5 ჩ/ჭ შაქარი. მოვადუღოთ, მოვშუშოთ და გაციებული ნელ-ნელა შევაზილოთ 200 გრ. კარგად გათქვეფილ კარაქს. გემოვნებით დავუმატოთ ვანილი. კრემი ჩავუდოთ უკვე გამომცხვარ, გაცივებულ შუებს. თავზე მოვაყაროთ შაქრის პუდრი.