თევზი დავჭრათ ნაჭრებად, ამოვავლოთ მარილში არეულ ფქვილში და ზეთში შევწვათ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ შუაზე გაჭრილი პამიდვრები. დავაყაროთ მარილი, პილპილი, 1-2 წუთში დავუმატოთ ზეთისხილი, ღვინო და კიდევ რამდენიმე წუთი ვშუშოთ. ბოლოს მოვაყაროთ ოხრახუში და ნიორი. თევზი სუფრაზე სოუსთან ერთად მივიტანოთ.