ბარკალი დანით დავჩხვლიტოთ და ჩავარჭოთ ნივრები. გარშემო წავუსვათ მარილი და პილპილი. ბარკალი გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში მთელი ღამით. ფორმას წავუსვათ კარაქი, ზედ დავდოთ ბარკალი და დანარჩენი კარაქი გადავუსვათ. ბარკალი შევდოთ ღუმელში 280-300 გრადუსზე შესაწვავად. ხორცი ხანდახან გამოვიღოთ და თავისი წვენი მოვასხათ. ბარკლის შეწვას დაახლოებით 1,5 საათი დასჭირდება.