ღორის ბეჭის ნაჭერი ჩადეთ ღრმა ჭურჭელში (შეგვიძლია დავანაწევროთ), დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი, ძირა, წითელი წიწაკა, პილპილი, ორეგანო, დარიჩინი, კარგად შეაზილეთ, შემდეგ დაამატეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი, ასევე ლუდი და წყალი. დააფარეთ თავზე და ძალიან ნელ, თითქმის მბჟუტავ ცეცხლზე მოამზადეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. ზანდაზან ამოვურიოთ. ხორცი ისე უნდა დარბილდეს რომ ადვილად იშლებოდეს და ჩანგლით ქვაბშივე დავანაწევროთ.ძალიან გემრიელია ლავაშში გახვეული, ქინძით, ავოკადოსა და ლიმონის წვენთან ერთად. შეგვიძლია ბრინჯის გარნირიც მოვუმზადოთ