ქათმის ფილე ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. პური რძეში დავალბოთ, გადავწუროთ და ხახვსა და ნიორთან ერთად ისიც გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და კარგად ვზილოთ, შემდეგ სველი ხელით დავყოთ საშუალო ზომის გუნდებად, ამოვავლოთ საფანელში და კატლეტის ფორმა მივცეთ. შევწვათ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ტაფაზე, ცხიმში. კატლეტები შეწვისას ხშირად ვატრიალოთ და ცხიმი ზემოდან ვასხათ.