თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ფქვილში ავურიოთ მარილი, რომემჩნეოდეს, და ამოვავლოთ თევზის ნაჭრები, შემდეგ მაღალ ცეცხლზე გაცხელებულ ზეთში შევბრაწოთ და გადავიტანოთ საშრობ ქაღალდზე. პესტოს ინგრედიენტები მოვათავსოთ ჩოფერში, დავაქუცმაცოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გემოვნებით დავუმატოთ მარილი და წიწაკა. თევზს წავუსვათ პესტო და ისე მივირთვათ.