ავიღოთ 8 ჭიქა ფქვილი (200 გრამიანი), 2 ცალი მარგარინი და გავაფხვიეროთ კარგად, დავუმატოთ 500 გრ მაწონი (1 ჩკ სოდით). მოვზილოთ რბილი ცომი. მოვათავსოთ 2 სთ. მაცივარში. გულსართი: 2 ჭიქა ფქვილი და 2 ჭიქა შაქარი შევურიოთ, დავამატოთ ვანილი და 200 გრ. კარაქი. ვაცხობთ 220 გრადუსზე. თავზე მოვუსვათ კვერცხის გული და არაჟანი და ქადებიც მზადაა.