კვერცხი, მარილი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ხაჭო, შემდეგ _ ფქვილი გამაფხვიერებლისა და ვანილის შაქრის თანხლებით და მოვამზადოთ ერთგვაროვანი ცომი. ქვაბში გავაცხელოთ ბლომად ზეთი საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე, შიგ პატარა გუნდებად დაყოფილი ცომი მოვათავსოთ და შევწვათ. ცომი ან ნაყინის ამოსაღებით ავიღოთ ან ფქვილიანი ხელებით. დაბრაწული ბურთები ჯერ ქაღალდზე გადავიტანოთ დასაწრეტად, შემდეგ შაქარში ამოვავლოთ. ძალიან გემრიელია საუზმეზე კაკაოსთან ან ყავასთან ერთად.