2 კგ კუმკვატი გავრეცხე, თავებზე ქერქი თხელ ფენად წავაჭერი, დავასხი მდუღარე-ქაფქაფა წყალი და გავაჩერე 10 წთ. შემდეგ გადავუღვარე და ეს პროცესი კიდევ 2-ჯერ გავიმეორე. ციტრუსს დავაყარე 2 კგ. შაქარი და გადავდგი გვერდზე დილამდე, დავივიწყე. დილით დავასხი 400-500 მლ წყალი (მურაბები მე ბლომად სიროფში მიყვარს), დავდგი საშუალო ცეცხლზე და წამოვადუღე, ადუღებიდან 15 წთ ვადუღე, გადავდგი და გაციებამდე ისევ დავივიწყე. ეს პროცესი კიდევ 2-ჯერ გავიმეორე. მესამედ უკვე დავდგი და ვადუღე დაბალ ცეცხლზე 30 წთ. ბოლოს დავუმატე ცოტა ვანილი და დანის წვერით ლიმონმჟავა. შემდეგ ჩავასხი ქილებში-მოვხუფე.