ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი. კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევი, დაფქული თხილი, გახეხილი შოკოლადი და ვანილი, მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ნამცხვარი რომ გამოცხვება, შევაგრილოთ და ამოვიღოთ ფორმიდან. შაქრის პუდრი კარგად ავურიოთ ყავაში, სანამ ერთგვაროვან მასად იქცევა და კექსს მოვასხათ. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.