ფქვილის გარდა ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ. მიღებული მასა გადავიტანოთ ჯამში, ნელნელა ვუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მიღებული მასა გადავიტანოთ სამუშაო დაფაზე, კარგად გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ ოთხკუთხედები. შემდეგ ეს ოთხკუთხედები გავჭრათ სამკუთხედებად და ჩავუშვათ ადუღებულ ზეთში. როდესაც ფერს შეიცვლის და კარგად დაიბრაწება, დორიტოსები მზადაა. ამოვიღოთ ქაღალდის ხელსახოცზე და გავაცივოთ.