მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ ამოფუებამდე. ამოსული ცომი დავყოთ 4 ნაწილად, გავაკეთოთ გუნდები და კვლავ გავაჩეროთ 5-10 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ, გავშალოთ სასურველ სისქეზე, თანაბრად გადავუსვათ წინასწარ ცოტა მარილთან და 3 ს.კ. ზეითუნის ზეთთან ერთად კანგაცლილი, დაბლენდერებული პომიდორი (4 ცალი საშუალო ზომის). მოვალაგოთ სალიამის და პროშუტოს ან ( ნებისმიერი ლორი) თხელი ნაჭრები და მოცარელა. ზემოდან მოვაფრქვიე ორეგანო. ვაცხობთ, კარგად გახურებულ ღუმელში 250 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით, დაახლოებით 10 წთ. გამოდის 4 ცალი საშუალო ზომის პიცა. პომიდვრის სოუსიც საკმარია 4 პიცის მოსამზადებლად. რაც შეეხება პროშუტოს, სალიამს და მოცარელას, თავად განსაზღვრეთ რაოდენობა, იმის მიხედვით, თუ რამდენად მსუყე პიცა გიყვართ.