სოსისი წვრილად დავჭრათ და ცოტა კარაქში შევაცხელოთ. კვერცხი, ფქვილი და რძეცოტაოდენ მარილთან ერთად ავთქვიფოთ. ფართო ტაფაზე გავადნოთ კარაქი და დავასხათ კვერცხის მასა. როცა ნახევრად შეიწვება, დავაყაროთ ყველის ნახევარი, გულში მოვათავსოთ სოსისი და დანარჩენი ყველი დავაყაროთ, ფრთხილად დავკეცოთ კონვერტივით და გადმოვატრიალოთ, შევწვათ მეორე მხრიდანაც. ომლეტი გადავიტანოთ თეფშზე და შუაზე გავჭრათ.