ქათმის ან ინდაურის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში დამბალ და გაწურულ პურის ნაჭერთან, ხახვთან და ნიორთან ერთად. დაამატეთ ხმელი ორეგანო, მდოგვი, წიწაკა, მარილი, წვრილად დაჭრილი ბაზილიკის ფოთლები. ჩაახალეთ კვერცხი და კარგად აურიეთ. გააკეთეთ პატარა ბურთულები და შეწვით ღუმელში ან ტაფაზე.მოამზადეთ სოუსი: პომიდორს კანი გააცალეთ, დაჭერით და მოშუშეთ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, ძმარი, მარილი, წიწაკა, ორეგანო და აურიეთ.სოუსი გადაასხით ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ჩაალაგეთ გუფთები და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში. შემდეგ ზემოდან დაადეთ თხლად დაჭრილი ყველი და შეაბრუნეთ კვლავ ღუმელში, სანამ ყველი გადნება.