ფქვილს შევურიოთ მარილი, დავუმატოთ კვერცხი, წყალი და დავიწყოთ ზელა. თავიდან ცომი კოშტებიანი და არაერთგვაროვანი იქნება. როცა წყალი მთლიანად შეერევა ფქვილს, გადმოვიტანოთ ცომი მაგიდაზე და ხელის გულებით კარგად ჩავზილოთ. ამას რამდენიმე წუთი დასჭირდება. ზედმეტი ფქვილის ან სითხის დამატება საჭირო არ არის, ცომი მაგარი უნდა იყოს, თანდათანობით ერთგვაროვანი, ელასტიკური გახდება და ხელს აღარ მიეკრობა. ამის შემდეგ ჩავაბრუნოთ ჯამში, თავზე გადავაფაროთ და დავასვენოთ 30-40 წუთი. ცომი საკმარისია დაახლოებით 800 გ შეზავებული ფარშისთვის. ხახვი დავჭრათ და კომბოსტოსთან ერთად ზეთში მოვშუშოთ, შემდეგ ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ან ჩოფერში დავაქუცმაცოთ. ცომი თხლად გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ წრეები, შიგ ჩავდოთ გულსართი და შევკრათ. `ვარენიკები~ მოვხარშოთ ადუღებულ მარილიან წყალში და დავახუროთ სახურავი. როდესაც პირველად წამოდუღდება, ამოვურიოთ, მეორედ კი, როდესაც დაიბერება, ამოვიღოთ და არაჟანსა და კამასთან ერთად მივირთვათ.