ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენი საფუარი 4 ს კ, 1 ჩ კ შაქარი, რამდენიმე კოვზი ფქვილი,მასა უნდა იყოს არაჟანის სისქის, გადავდოთ ასაფუებლად.მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენი ცხიმი: მარგარინი,კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი. ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოვიყვანე, დავუმატე 10 სუფრის კოვზი შაქარი,1 ჩაის კოვზი მარილიდა კარგად ავურიე.ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან გავაკეთე გოგლიმოგლი, კარგად ათქვიფე გათეთრებამდე.გოგლიმოგლს დავუმატე გამზადებული ბეზე და კარგად ავურიე. ცალკე დიდ თასში ჩავყარე 3 კგ ფქვილ(გაცრილი), დავასხი საფუარიანი და ცხიმიანირძე,კარგად ავურიე და შევაზილე კვერცხიანი მასა, დავუმატე დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოვზილე ცომი, ბოლოს დავუმატე სუნელები კონიაკით და ქიშმიშ ცუკატები (შეგიძლიათ დილით დაუმატოთ სუნელი, ჩირი და ლიმონის ფორთოხლის ცედრაც). ცომს ვზელ ღამით,დილით მზად არის ფორმებში გადასატანად, ამოსასვლელად სჭირდება 6 საათი. ცომი ფორმებში მოვათავსე ნახევრამდე და ვაჩერებ 6 საათი, რომ ამოფუვდეს. ვაცხვე 150 გრადუსზე ზედა ქვედა წვით, 1 საათის შემდეგ ვამოწმებ მზაობას ხის ჩხირით.მორთეთ სურვილით. (მხოლოდ ზეთი გამოვიყენე ფორთოხლისა და ლიმონის ცედრით წინასწარ გამზადებული და სუნელებიც რამდენიმე დღით ადრე კონიაკში დამთვრალი).