მაღალ პროცენტიანი ხაჭო გავცრათ საცერზე, დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, გამოიყენეთ ან ბლენდერი ან მიქსერი. შემდეგ არაჟანი, ვუმატებთ ასევე შესქელებულ რძეს და ვანილს. ავიღოთ ფორმა, ცალკე მარლა, ამოვავლოთ თბილ წყალში, ჩავუფინოთ ფორმას მარლა, გადავიტანოთ ხაჭოს მასა, ფენებს შორის ალუბალი გადავანაწილოთ, ზემოდან სიმძიმე დაადეთ და 24 საათი მაცივარში დატოვეთ. თუ სპეციალური ფორმა არ გექნებათ, შეგიძლიათ მოამზადოთ კექსის ფორმებშიც.