ხორცის ნაჭერი უხეში სახეხით გავხეხოთ კანის მხრიდან, რომ კარგად გასუფთავდეს, ქაღალდითშევამშრალოთ და ბასრი დანით დავსეროთ სასურველი ფორმით ისე, რომ მხოლოდ ტყავი დაისეროსდა არა ხორცი. ფორმაში ჩავაწყოთ დაჭრილი ბოსტნეული, ზედ დავდოთ ხორცის ნაჭერი კანით ქვემოთდა დავასხათ იმდენი წყალი, რომ მხოლოდ ხორცის ტყავი დაფაროს, ხორცამდე არ მისწვდეს.შევწვათ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. ხორცის ნაჭერი გამოვიღოთ, ამოვატრიალოთ,დასერილ ადგილებში დაფნის ფოთლები ჩავურჭოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევწვათ 15-20 წთ ღუმელში ზედა წვით ან გრილით 200 გრადუსზე, სანამ კანი დაიბრაწება. შემდეგ გამოვიღოთ და15 წუთი დავასვენოთ.ხორცის შენაწვავი წვენი გადავწუროთ, უნდა გამოვიდეს 150 მლ, ან გადავავსოთ წყლით. კარაქშიმოვშუშოთ ფქვილი და დავასხათ ხორცის წვენი, როცა შესქელდება, დავუმატოთ ნაღები, მარილი,პილპილი და კიდევ წამოვადუღოთ. საწებელი მზადაა, მივირთვათ ხორცთან ერთად.