1. ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს + 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ) და ვუმატებთ მაწონსა და არაჟანს; 2. 900 მლ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და 400გრ კარაქს + მარილი; 3. 100 მლ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი + 1ს.კ შაქარი + ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ არაჟნის მასა. დავდგათ ასაფუებლად (თუ საფუარი კარგია მალე ამოფუვდება. თავზე მყარად არ ვაკრავთ რომ საფუარს მივცეთ საშუალება ისუნთქოს) 4. ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე + ვანილი (ცილას შაქრის გარეშე ვთქვიფავთ), ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მასას გადავურევთ ერთმანეთში ბოლოს შევურევთ მზა ბეზეს. სადღაც 15 -20 წუთი დავასვენებთ, ბეზე გაიკეთებს ბუშტუკებს! ამოსულ მასაში ჩავასხათ 200 მლ ზეთს, გადავურევთ და დავამატებთ 3 კგ - ფქვილს (ამ ბოლო დროს ფქვილის დამატება დასჭირდა მასას, მიახლოებით 500 გრ დაიმატა). ცომს კარგად მოვზელთ და დავასვენებთ ასაფუებლად. მასა რომ ამოვა ჩავაყრით ფქვილში ამოვლებულ 500-დან 800 გრამამდე ჩირსა და სანელებლებს. ისევ ვაცდით ამოფუებას და ჩავაბრძანებთ ფორმებში. აქაც უნდა დაველოდოთ და დაიწყებს ამოსვლას და შევაბრძანოთ გახურებულ ღუმელში. ტემპერატურა 160°- 165° თუმცა მაინც საკუთარი ღუმელი გაიცანით. ყველა პასკის წონას თავის ცხობის დრო აქვს. ესეც გაითვალისწინეთ. პ.ს. სანელებლები სჯობს რამდენიმე დღით ადრე ალკოჰოლში დაათროთ და ისე გამოიყენოთ...ამ პორციისთვის გამოვიყენე 100 მლ წინასწარ გამზადებული.